“მერიის ბინადარი ტიფანი, რადგან სიგრილეა, იმყოფება ეზოში”

ტიფანი, რომელიც მერიაში თებერვლიდან ცხოვრობს, დღეს ჯანმრთელი და ხალისიანია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკატერინე ჯოჯუა წერს და ცხოველის ფოტოებს აქვეყნებს.

“ყველა ჩემი მეგობრის, კოლეგისა და გულშემატკივრის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ტიფანი, რომელიც მერიაში თებერვლიდან ცხოვრობს, დღეს ჯანმრთელი და ხალისიანია.

როდესაც პატარა ლეკვი ცხოველთა თავშესაფრიდან წამოვიყვანეთ,
მას სხვადასხვა დაავადება ჰქონდა და მიხარია, რომ დღეს ის სრულიად ჯანმრთელია. ტიფანის ჩატარებული აქვს ყველა გეგმიური აცრა, კვირაში რამდენჯერმე აკითხავს კინოლოგი და დღეში ორჯერ (ამინდის შესაბამისად) სეირნობს სუფთა ჰაერზე.

დღეს, რადგან სიგრილეა, ის იმყოფება ეზოში, თუმცა, მაღალი ტემპერატურის ან წვიმის დროს ტიფანის მეორე უსაფრთხო და კომფორტული თაშესაფარიც აქვს.

მეტი დამაჯერებლობისთვის დაათვალიერეთ ჩემი ფოტო გალერეა, რომელიც ტელეფონში შემონახული მქონდა”, – წერს ჯოჯუა სიციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები