მაშველებმა მდინარე ლიახვში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს (ფოტო)

გორის მეხანძრე მაშველებმა მდინარე ლიახვში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და ოთხფეხა ცხოველის ფოტოებსაც ავრცელებს. “გორის მეხანძრე-მაშველებმა მდინარე ლიახვში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს. ოთხფეხა მეგობრის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ადგილზე მუშაობდა გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფი”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პოსტში.

კომენტარები

სხვა სიახლეები