მასწავლებელი სკოლის მოსწავლეზე დაინიშნა

სანკტ–პეტერბურგში სკანდალი აგორდა. ერთ–ერთი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს თავისი მოსწავლე შეუყვარდა, რომელიც მეათე კლასში სწავლობს. თამამი წყვილი უკვე სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტოების გამოქვეყნებას არ ერიდება. თუმცა, როგორც კი ინფორმაცია ურთიერთობის შესახებ სკოლის ხელმძღვანელობამდე მივიდა, მათ მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მასწავლებელმა მოსწავლესთან ურთიერთობა ამ სასწავლო წლის დასაწყისში დაიწყო. წყვილის მიერ გამოქვეყნებულ ერთ–ერთ ფოტოზე, მათი კოცნაც არის აღბეჭდილი. ორივე მათგანმა სოციალურ ქსელში ნიშნობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

საინტერესოა, რომ ბიჭის მამას სარძლო მოსწონს და მათ ურთიერთობაში ცუდს ვერაფერს ხედავს. მისი აზრით, მასწავლებელი მის შვილზე დადებით გავლენას მოახდენს, ქუჩის საფრთხესაც მოარიდებს და მუზეუმებში ატარებს. მან ხაზი გაუსვა, იმას, რომ შვილის შეყვარებულთან გარკვეული შეთანხმება აქვს. სანამ ბიჭი 18 წლის არ გახდება, მასთან ინტიმური ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს და მხოლოდ რომანტიული პაემნებით უნდა შემოიფარგლონ.
თუმცა, სკოლის სხვა მოსწავლეების მშობლები და პედაგოგები, ბიჭის მამის ენთუზიამზს არ იზიარებენ და ამ ურთიერთობას დაუშვებელს უწოდებენ. 24 წლის პედაგოგი სხვა სკოლაში მუშაობის დაწყებას ვეღარ ახერხებს და კერძო რეპეტიტორობით ირჩენს თავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები