მარადონას კიდევ სამი შვილი აღმოაჩნდა

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონას კუბაზე მცხოვრები ორი ქალისგან კიდევ სამი შვილი აღმოაჩნდა. ამის შესახებ სპორტსმენის ადვოკატმა, მატიამ მორლამ არგენტინულ ტელეარხთან საუბრისას განაცხადა.
„მე პატივს ვცემ როგორც მარადონას შვილებს იანას და ჯუნიორს, ისევე მის შვილებს კუბიდან“,- თქვა მორლამ.
აქამდე მარადონას ხუთი შვილის შესახებ იყო ცნობილი.
ადვოკატმა ფეხბურთელის დიდი ოჯახის ახალი წევრების ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები