მანქანის ნომრებს მალე “სმაილები” დაემატება

თუ თქვენი მანქანის ნომრები ვერ გამოხატავს თქვენს კომპლექსურ ხასიათს, მალე შესაძლებელი გახდება, რომ “სმაილები” დაამატოთ. ავსტრალიაში ეს უკვე შესაძლებელია. თანხის დამატების შემთხვევაში, თქვენს სანომრე ნიშანს “ემოჯით” გაგიფორმებენ. თუმცა, შეზღუდვა არსებობს. სასურველის არჩევა მხოლოდ რამდენიმე პოზიტიური “ემოჯიდან” შეგეძლებათ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი საავტომობილო კლუბი აღნიშნულ სიახლეში პრობლემას ვერ ხედავს. პრესსპიკერი რებეკა მაიკლი ამბობს, რომ განსხვავებას ვერ ხედავს მძღოლები სანომრე ფირფიტაზე საყვარელი საფეხბურთო კლუბის ლოგოს დაახატავენ თუ ემოჯის. “ცოტა ხნის წინ მძღოლებს საშუალება ჰქონდათ, სანომრე ფირფიტაზე საყვარელი გუნდის ან ქალაქის ლოგო დაეხატათ, “ემოჯების” შემთხვევაშიც იგივეა”, – ამბობს რებეკა მაიკლი.

კომენტარები

სხვა სიახლეები