მკერდის გადიდებაზე უარის თქმის გამო ტაქსის მძღოლმა ცოლი და ორი შვილი მოკლა (ფოტო)

ტაქსის მძღოლმა, 32 წლის ვუ მენგ-იუმ,ჯერ ცოლი და ორი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ცხედრები პოლიციამ მამაკაცის კუთვნილ ავტომანქანაში იპოვა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ყველა მათგანი მოწამლული იყო.
როგორც ირკვევა, ვუ მენგ-ვუს სურდა, მის ცოლს, 34 წლის პენგ ჰუის მკერდის გადიდების ოპერაცია გაეკეთებინა. ქალმა მისი სურვილი დააკმაყოფილა, თუმცა ქმარი მიღებული ზომით კმაყოფილი არ იყო. მას უნდოდა პენგს მკერდი კიდევ გაედიდებინა და ცოლ-ქმარს შორის ამ ნიადაგზე მუდმივი კონფლიქტი გაჩაღდა. საბოლოოდ, ქალმა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო და განქორწინება ითხოვა. ინციდენტამდე განქორწინებისთვის საჭირო პროცედურები მიმდინარეობდა.
ტაქსის მძღოლმა მეუღლე და ორი შვილი სასეირნოდ და სალაპარაკოდ დაპატიჟა. „მაკდონალდსის“ საკვები იყიდა და ქალაქგარეთ წაიყვანა. მოგვიანებით პოლიციამ სწორედ ამ საკვებში აღმოაჩინა საწამლავი. 32 წლის მამაკაცმა ცოლსაც და 9 და 6 წლის შვილებსაც საკვებში საწამლავი გაურია. ოთხივე მათგანის გვამი პოლიციამ მანქანაში იპოვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები