მამაკაცმა შეყვარებულის ბებიას ღვიძლი გადაუნერგა

აშშ-ში 26 წლის კოუდი კორვინმა შეყვარებულის ბებიას, 71 წლის ბერნის რამსის, ​ღვიძლის ნაწილი გადაუნერგა და ამით სიკვდილს გადაარჩინა. ამის შესახებ Yahoo წერს. ოთხი შვილიშვილის ბებიას ღვიძლის კიბო ხუთი წლის წინ დაუდგინეს და მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. მხსნელად რამსის მისი ერთ-ერთი შვილიშვილის მეგობარი ბიჭი მოევლინა. ოპერაცია გასულ თვეს ჩატარდა და დონორიც და მიმღებიც თავს კარგად გრძნობენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები