ტყუპმა ბავშვის მამობა არ აღიარეს – სასამართლომ ალიმენტი ორივეს დააკისრა

ბრაზილიის სასამართლომ ტყუპ ძმას ბავშვისთვის, რომლის მამის ვინაობაც ვერ დადგინდა, ალიმენტი დააკისრა. ძმებმა სასამართლოზე უარი განაცხადეს, ეთქვათ, თუ რომელი მათგანის იყო ბავშვი, რადგან ფიქრობდნენ, ამგვარად ალიმენტს ორივე აიცილებდა. დნმ-ის ანალიზმა ვერ დაადგინა, თუ კონკრეტულად რომელი ძმის იყო ბავშვი, რადგან ისინი იდენტური ტყუპები არიან. როგორც აღმოჩნდა, ძმები გოგონასთან პაემანზე მონაცვლეობით დადიოდნენ. ამიტომ მან არ იცის, რომელი მათგანია მისი შვილის მამა. სასამართლომ თითოეულ ტყუპისცალს თვეში 230 რეალის (60 $) გადახდა დააკისრა, რაც ბრაზილიაში საარსებო მინიმუმის 30%-ია.

კომენტარები

სხვა სიახლეები