СNN-მა შვიდი ქალაქი დაასახელა, სადაც 2018 წელს უნდა იმოგზაურო, მათ შორის, თბილისია

СNN-მა შვიდი ქალაქი დაასახელა, სადაც 2018 წელს უნდა იმოგზაურო, მათ შორის კი თბილისი აღმოჩნდა.
„საქართველოს დედაქალაქი უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში ძალიან შეიცვალა, მან „2018 წლის ლისაბონის“ წოდება მიიღო.“- აცხადებს СNN.
თბილისი თანდათან მსოფლიოს ერთ-ერთი საინტერესო ქალაქი ხდება.
ცოტა ხნის წინ არჩეული მერი – ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე, მომავალ წელს, 334 მილიონ დოლარს დახარჯავს ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
ქალაქი Mercedes-Benz მანქანების გამოფენის დასათვალიერებლად, საყვარელი ტექნო-მუსიკის მოსასმენად და ღვინის დასალევად საუკეთესოა.
რა არის ახალი კულტურულ სფეროში? _ საკულტო რეჟისორი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი ქალაქს ეწვია და კინოთეატრის გახსნას გეგმავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები