მაკრონმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის პუტინს ურეკავს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გაასაჯაროვა, სადაც ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ირანის საკითხზე სასაუბროდ, თვითმფრინავიდან ურეკავს.
„ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი მქონდა, რა დროსაც კიდევ ერთხელ შევაფასეთ არსებული სიტუაცია. ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვულ იარაღზე წვდომის შესაძლებლობა. ამაზეა დამოკიდებული მშვიდობის საკითხი რეგიონში და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, ისევე, როგორც სირიაში სიმშვიდის დასადგურებაზე“,-აღნიშნულია მაკრონის „ტვიტერის“ გვერდზე.
რამდენიმე ხნით ადრე, კრემლმა ინფორმაცია გაავრცელა, მაკრონსა და პუტინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარის შესახებ. კრემლის ინფორმაციით, მხარეებმა ირანთან არსებული შეთანხმების დეტალები განიხილეს. კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაკრონმა პუტინს, ტრამპთან გამართული შეხვედრის შედეგებზე უამბო, განსაკუთრებით კი აქცენტი ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმების საკითხზე გაამახვილა.

კომენტარები

სხვა სიახლეები