მაკარონის სალათა ბეკონით

ინგრედიენტები: მაკარონი – 400 გრ. ბეკონი – 300 გრ. პამიდორი ჩერი – 2-3 ცალი, ბულგარული წიწაკა – 2 ცალი, დაკონსერვებული სიმინდი – 300 გრ. ყველი – 200გრ. არაჟანი – გემოვნებით. მომზადების წესი: მაკარონი მარილიან წყალში მოვხარშოთ. წყალი გადავუწუროთ. პომიდორი, ბულგარული წიწაკა და ბეკონი დავჭრათ. ყველი გავხეხოთ. სიმინდი გადავწუროთ. ყველა ინგრედიენტი მაკარონს შევურიოთ, არაჟანი მოვასხათ და კარგად ავურიოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები