ლეონარდოს შეყვარებულის ბებია ემუქრება

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ლეონარდო დიკაპრიომ შეყვარებულთან, ნინა აგდალთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან გოგონას ბებიის, ლონას სახით, ნამდვილი დაცვა ჰყავს. სანამ მისი შვილიშვილი ლეოსთან ერთად ზაფხულში დროს ატარებს, ლონა ყურადღებას არ ადუნებს. ცოტა ხნის წინ მან ერთ-ერთ გამოცემას ინტერვიუ მისცა, რომელშიც ლეოს სიფრთხილისკენ მოუწოდა: „ნინამ და ლეონარდომ ერთმანეთი 6 წლის წინ გაიცნეს. მსახიობს პირადად არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მას ნინას მიმართ ბინძური მიზნები არ ამოძრავებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩარევა მომიწევს. თუ რამე ცუდი მოხდა, დიკაპრიოს საქმე ჩემთან ექნება“, – განაცხადა აგდალის ბებიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები