დღეს რობინ უილიამსს 63 წელი შეუსრულდებოდა

ჰოლივუდის „ოსკაროსანი“ მსახიობი 21 ივლისს 63 წლის გახდებოდა. რობინ მაკლორინ უილიამსი ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში დაიბადა, უილიამსი საეპისკოპოსო ეკლესიის წესის მიხედვით აღიზარდა. გაიზარდა მიჩიგანში, ბლუმფილდ-ჰილზში, სადაც დეტროიტის სკოლაში სწავლობდა, მოგვიანებით კალიფორნიაში, რედვუდის უმაღლეს სკოლაში განაგრძო სწავლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა კლერმონტის კოლეჯში პოლიტოლიგიის სპეციალობით. ცნობილმა კომიკოსმა თავდაპირველად სახელი ტელესერიალით „მორკი და მინდი“ გაითქვა. მხატვრულ ფილმებში მონაწილეობით აქტიურობდა 1980-იანი წლებიდან. 1997 წელს მიღებული აქვს „ოსკარი“ ფილმში „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. ასევე არის ორი „ემის“, სამი „ოქროს გლობუსის“, მსახიობთა „გილდიის“ ორი ჯილდოსა და ხუთი „გრემის“ მფლობელი. 2014 წლის 11 აგვისტოს რობინ უილიამსი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად კი თვითმკვლელობა დასახელდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები