კომპანია „პორშე“ პოლ უოკერის სიკვდილში უდანაშაულოა

კომპანია „პორშე“ მსახიობ პოლ უოკერის და მისი მეგობრის როჯერ როდასის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი არ არის. ეს გადაწყვეტილება კალიფრონიის ფედერალურმა მოსამართლემ მიიღო. „პორშეს“ წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში როდასის მეუღლემ შეიტანა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ისეთ ძვირად ღირებულ მანქანაში, როგორიც „პორშეა“ სათანადო დამცავი საშუალებები არ იყო, რითიც ამ უბედური შემთხვევის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მანქანას არანაირი მექნიკური დარღვევა არ ჰქონია, რასაც შესაძლოა, ავარია გამოეწვია.
კინოფილ „ფორსაჟის“ ვარსკვლავი მეგობართან ერთად 2013 წლის 30 ნოემბერს ავტოავარიაში გარდაიცვალა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ განათების ბოძს, ხოლო შემდეგ ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც სპორტულ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. პოლ უოკერი და როჯერ როდასი ადგილზე გარდაიცვალნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები