შალვა რამიშვილის „იმედიდან“ წასვლა ტასო ბარნოვას უკავშირდება

ილო ბეროშვილი შალვა რამიშვილის და ტასო ბარნოვას „იმედიდან“ წასვლაზე კომენტარს „კვირა +“-სთან აკეთებს.
„ყველაზე უცნაური ის არის, რომ შალვას წასვლა მე სოციალური ქსელიდან გავიგე.“
შალვა რამიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც „იმედს“ ემშვიდობება. ტელემაყურებლებმა 2 კვირით ადრე ტასო ბარნოვას „იმედიდან“ გაშვების შესახებ შეიტყეს.
ილო ამ ორ ფაქტს, შალვას და ტასოს გაშვებას ერთმანეთს უკავშირებს. მისი აზრით, რამიშვილმა ტელეკომპანია ტასო ბარნოვას გამო დატოვა.
„იმედის“ ტელევიზიაში იუმორისტული გადაცემები შალვა რამიშვილის ხელმძღვანელობით, კომპანია „ზენიტს“ ებარა.  თანამშრომლობა კომპანია „ზენიტთან“ ილო ბეროშვილმა და ტასო ბარნოვამ ერთად „ილო ბეროშვილის შოუში“ დაიწყეს და გადაცემას დიდი რეიტინგიც ჰქონდა.
ილოს აზრით, ჯერ ყველაფერი ოფიციალურად უნდა გაირკვეს, მისი თანამშრომლების წასვლის შესახებ  ტელეკომპანია გააკეთებს განცხადებას.
„ვთვლი, რომ ტელემაყურებელი იმსახურებს, გაიგოს, რა მოხდა და რატომ დაიხურა გადაცემები, ეს ერთგვარი პატივისცემაა მათ მიმართ. ტელეკომპანია „იმედი“ უმიზეზოდ არავის გაუშვებს. გული დამწყდა ტასოს წასვლაზე, ის უნიჭიერესი ადამიანია. შალვა რამიშვილს დიდ პატივს ვცემ და ვიმედოვნებ, მალე ყველაფერი გაირკვევა“.
„ახალი შოუ და სერიალი მალე იქნება თუ არა ეკრანებზე, დამოკიდებულია ტელეკომპანია „იმედზე“, – აცხადებს „კვირა +“-სთან ილო ბეროშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები