„კაბა ვერ ჩამიცვამს ჩემს გემოზე…“ – ნინო ჩხეიძისა და ჯენიფერ ლოპესის გემოვნება დაემთხვა

მომღერალი ნინო ჩხეიძე ჯენიფერ ლოპესის ფოტოს აზიარებს, რომელიც VOGUE-ის გარეკანზე „ვალენტინოს“ წითელ კაბაში პოზირებს. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი კაბა ჩხეიძეს „ნატვრის ხის“ საქველმოქმედო ღონისძიებაზე უკვე ეცვა.

„ამან ხომ შემჭამა …კაბა ვერ ჩამიცვამს ჩემს გემოზე“, – წერს ჩხეიძე.

ნინო ჩხეიძის თქმით, თბილისში „ვალენტინოს“ ნაჭერი შეიძინა და მკერავთან ერთად, შეეცადა, ორიგინალისთვის მიემსგავსებინა.

კომენტარები

სხვა სიახლეები