„ჯიპის მძღოლმა თავისი საბურავი მოხსნა და „სასწრაფოს“ მანქანას დაუყენა“ – ემოციური ამბავი ქუთაისიდან

გვერდი „ქუთაისელები“ სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს ავრცელებს:

„წეღან გზაზე სასწრაფოს მანქანა შემხვდა, გვერდზე გადაყენებული, ორი საბურავი ჰქონდა გახეთქილი ორივე ერთ მხარეს, ეტყობა სადღაც ნამსხვრევებს გადაუარა, დაგლეჯილი იყო, , არ ვიცი გამოძახებაზე მიდიოდა მგონი, ციმციმა და სიგნალი ჩართული ჰქონდა.ზუსტად 7 მანქანა იყო გაჩერებული მის სიახლოვეს, მანქანასთან უამრავი ხალხი იყო, ზოგი ,,დანგრატით” წევდა ზოგი სათადარიგო საბურავს ხსნიდა შორიახლოს ერთი ჯიპი ეყენა, რომლის მძღოლმაც მას შემდეგ რაც დაინახა რომ ორივე საბურავი გახეთქილი იყო თავისი სათადარიგო საბურავი მოხსნა, არ ვიცი ვერ ვერკვევი, ალბათ მიდიოდა ზომებში.მოხსნა და მიიტანა… საკუთარი ხელით დაუგო.ზოგჯერ ვამბობთ ხოლმე, გვეშველება რამე?პასუხი:კი გვეშველება ჩვენში არის რაღაც ნამდვილი, რაღაც წრფელი, რაც ყოველ ჯერზე მიბრუნებს იმის რწმენას რომ ნამდვილი ადამიანები არსებობენ“ – წერს გვერდი „ქუთაისელები“.

კომენტარები

სხვა სიახლეები