“ სიტყვა ყოფილი ვერაფერს აკლებს ადამიანურ ურთიერთობებს!”-ხატია ჯოხარიძე

ბლოგერი, ლექტორი და პროექტ “პრაიმ ჰაუსის” მონაწილეს, გურამ შეროზიას ყოფილი მეუღლე, ხატია ჯოხარიძე სოციალურ ქსელში გურამის შესახებ პოსტს ავრცელებს:

“📞 0903300306
იშვიათად მისაუბრია მასზე საჯაროდ, ისიც იმიტომ კი არა რომ სათქმელი არ მაქვს, ან არ მქონია, უფრო იმიტომ რომ ყოფილ ქმარზე საუბრის შემდეგ საზოგადოების მილიონი აზრის და შეფასების მოსმენა მაგრად მეზარებოდა.

ჩვენი მეგობრობის ბევრს არ ესმის და არც არის საჭირო რომ გაიგოს, მაგრამ აუცილებლად მინდოდა მეთქვა, რომ სიტყვა ყოფილი ვერაფერს აკლებს ადამიანურ ურთიერთობებს!

რომ ეს ყველაფერი ორივეს და უფრო გურამის დამსახურებაა. იცით? ხშირად მომისმენია “ეს ბლოგერი”, “კლავიატურა”, “გურამა” და რავიცი რა არ, დამაკნინებელ/დამამცირებელ კონტექსტში, მაგრამ პატარა ადამიანებისგან არასდროს მწყენია. ასეთ რამეებზე სულ მეღიმება, რომ არ იცნობენ და მოთქვამენ, თავიანთი ფსევდო “მამაკაცურობის” ხაზგასასმელად:)) სასაცილოა აბა რა არის. კარგი ადამინობა რთულია მეგობრებო.

მომიტევეთ, თუკი სუბიექტური ვარ, მაგრამ მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვისთვისაც გურამი მხოლოდ ბლოგერი და ლექტორი არ არის. ღირსება, სამართლიანობა, განსაკუთრებული იუმორი, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ჰუმანურობა – მასთან ასოცირდება. კეთილსინდისიერი და ძალიან მიზანდასახული ადამიანია ჩემი შვილის მამა.

მიყვარს ჩვენი სიყვარული, რომელიც დგას უდიდეს მეგობრობაზე და ჩემთვის მეგობრობაზე დიდი სიყვარული ჯერ არ არსებობს.)

მართალია გუციმ მასწავლა, რომ ხათრით არასდროს არ უნდა მეცხოვრა,
ჩემი სურვილის და სულის გარეთ არაფერი მეკეთებინა, მაგრამ ჯერ ვერ ვისწავლე.)

შენი ხათრით ვუყრე და ვისწავლე ხმის მიცემაც, რადგან შენ არჩევანს პატივს ვცემ და გგულშემატკივრობ ყველგან და ყველაფერში სადაც არ უნდა იყო!
Guram Sherozia🤍

ეს ფოტო რატომ ავარჩიე არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირი ლამაზები და ახალგაზრდები ვართ. )”-წერს ხატია ჯოხარიძე.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები