ისტორიაში პირველად, ჩიკაგომ ფერადკანიანი, ლგბტ თემის წარმომადგენელი მერი აირჩია

ჩიკაგოს მერად 56 წლის ლორი ლაითფუტი აირჩიეს. ის ყოფილი ფედერალური პროკურორი და აქტიური ადვოკატია. ამერიკული მედიის თქმით, ჩიკაგოს მერის არჩევნებში ლაითფუტმა მარტივად დაამარცხა პოლიტიკოსი ტონი პრეკვინკლი. თავის წინასაარჩევნო კამპანიაში, ლაითფუტი ამომრჩევლებს პირდებოდა, ჩიკაგოს მერია კორუფციისგან ეხსნა. ასევე, ის დახმარებას პირდებოდა დაბალი ხელფასის მქონე და მუშათა კლასის წარმომადგენლებს, რომლებსაც ჩიკაგოს მმართველი კლასი აქამდე იგნორირებას უკეთებდა. როგორც ამერიკული მედია წერს – აღსანიშნია, რომ აშშ-ის სიდიდით მესამე ქალაქში პირველად აირჩიეს მერის პოსტზე ფერადკანიანი ქალი, რომელიც, ამასთანავე, ღიად არის ლგბტ თემის წარმომადგენელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები