ყოველდღიურად, 12 წლის ბიჭს საუკეთესო მეგობარი სკოლაში ზურგით მიჰყავს

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში, 12 წლის ბიჭს, სიუ ბინანს საუკეთესო მეგობარი, ცძან ძე 6 წელია, სკოლაში ზურგით დაჰყავს .ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ცძანის ჯანმრთელობის შესახებ ცნობილი მაშინ გახდა, როცა ის ოთხი წლის იყო. ცძანს კუნთების იშვიათი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ამის შედეგად, ბიჭს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და მოქმედება. როგორც თავად სიუ ბინანი ამბობს, ის 40 კილოგრამია, მისი მეგობარი კი სულ 25 კგ-მდეა, რის გამოც ცძანის ზურგით ტარება არ უჭირს.

კომენტარები

სხვა სიახლეები