ინგლისის საქორწინო ტრადიციები – „თაფლობის თვის“ წარმოშობის ამბავი

კანონები

მე-19 საუკუნემდე ინგლისში ახალგაზრდების დაქორწინების გადაწყვეტილებას მშობლები ან მათი აღმზრდელები იღებდნენ. ასევე ისინი გეგმავდნენ საქორწინო ცერემონიასაც. ხშირად წყვილი ქორწინებამდე ერთმანეთს არ იცნობდა. ასევე ჩვეულებრივი ამბავი იყო 3-7 წლამდე ასაკის ბავშვების დანიშვნა. მომავალში კი, როდესაც სრულწლოვანები გახდებოდნენ, ტრადიციების დაცვით, ერთად ცხოვრებას იწყებდნენ.

მე-17 საუკუნეში, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 7 წლამდე ასაკის ბავშვების დანიშვნა აიკრძალა. შეყვარებული წყვილები კი, რომლებიც სხვებზე იყვნენ დანიშნულები, გაქცევით შველოდნენ თავს და ჯვარს სხვა ოლქის ეკლესიაში იწერდნენ.

1653 წელს მიღებული სახალხო კანონის თანახმად, ქორწინება მაშინ ჩაითვლებოდა კანონიერად, თუ წყვილი ხელს მოაწერდა, ოღონდ მანამდე ჯვარი უნდა დაეწერათ და ამის ოფიციალური საბუთი წარედგინათ. 21 წლამდე ასაკის წყვილებისთვის საჭირო გახდა მშობლების თანხმობაც.

Rating

ძველი ტრადიციები
ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ინგლისში ქორწილისთვის საუკეთესო დროდ სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდი იყო მიჩნეული. მიზეზი კი მოსავალი გახლდათ, რომელიც ახალი აღებული იყო. არსებობდა ანდაზაც: „ყველაზე კარგი სექტემბერში ქორწი-ლია, რომ რამდენიმე თვე მაინც მდიდრულად იცხოვრო…“

ქორწილის დღეს სიძის ოჯახი პატარძალს დეკორატიულ ნალს ჩუქნიდა, რომელიც საქორწინო ცერემონიის განმავლობაში მაჯაზე უნდა ეტარებინა. ეკლესიაში შესვლისას კი ხორბალს აყრიდნენ, რაც ბარაქას ნიშნავდა. ამდაგვარი ტრადიცია ინგლისში დღემდეა შემორჩენილი, მაგრამ ახლა სიძე-პატარძალს ეკლესიიდან გამოსვლის დროს შეღებილ ბრინჯს, ტკბილეულსა და ვარდის ფურცლებს აყრიან.

Rating

ჩრდილოეთ ინგლისში პატარძალი თაიგულის მაგივრად დაჭრილ პურსა და თეფშებს ისრო-და. სტუმრებისთვის მისი დაჭერა უდიდესი ბედნიერების ნიშანი იყო.
ზოგიერთ ოლქში ერთი უცნაური ტრადიციაც არსებობდა – სიძე-პატარძალს საქორწინო ტორტს თავზე ატეხდნენ.

ფრაზა „თაფლობის თვე“ ინგლისიდან მოდის. ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ქორწილში თაფლის ნაყენს ხარშავდნენ და ახალდაქორწინებულებს ასმევდნენ. ამ რიტუალის მთელი საი-დუმლო ის იყო, რომ სწამდათ, თაფლის სასმელი პირველ ღამეს ბავშვის ჩასახვას შეუწყობდა ხელს, განსაკუთრებულად ბიჭის.

თანამედროვე ინგლისის ტრადიციები

ნეფე-პატარძალი ქორწილისთვის რეპეტიციას, მინიმუმ, ორი თვით ადრე იწყებს. მთავარი მაინც ცეკვაა, რომელიც პირველად უნდა შეასრულონ აუდიტორიის წინაშე.
ქორწინებამდე სამი დღით ადრე პატარძალი თავის დაქალებთან, სიძე კი ძმაკაცებთან განმარტოვდებიან და დროს საკმაოდ თავისუფლად ატარებენ. ეს ტრადიცია სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ფორმებით გვხვდება.

ტრადიციის მიხედვით, საქორწინო ცერემონია მთელი თავისი დიდებულებით შუადღეს იწყება. მთელი რიგი რიტუალების დამთავრების შემდეგ სტუმრებს სპეციალურად გაწყობილ სუფრასთან საქორწინო სადილზე იწვევენ.

ინგლისელი პატარძლები საკმაოდ აკადემიურები არიან კაბების შერჩევისას. ისინი უპირატესობას თეთრ ან კრემისფერ ნაჭერს ანიჭებენ, სპეციალურ მაღაზიებში განსხვავებული ფერის კაბებიც შეგხვდებათ, მაგრამ მათ ნაკლები მომხმარებელი ჰყავთ. პატარძლის მეჯვარეებისთვის კაბების შესაკერად იმ ფერის ქსოვილს ყიდულობენ, რა ფერის ჟილეტიც აცვია სიძეს. იმავე ფერებში არიან გამოწყობილი ცერემონიის მომსახურე მძღოლები. რაც ყველაზე საინტერესოა, პატარძალი თავისი ხარჯებით უკერავს კაბებს მეჯვარეებს.

კაბის შენახვა შვილისთვის თანამედროვე ინგლისში მიუღებელია. ისინი პატივს სცემენ შვილის არჩევანს და იაზრებენ, რომ 25-30 წლის შემდეგ მოდა განსხვავებული იქნება, ამიტომ ქორწილის შემდეგ კაბებს ყიდიან, ან შეძენილ პატარას ნათლობისთვის ტანსაცმელს უკერავენ.

Rating

უძველესი ტრადიციებიდან დღემდე შემორჩენილია დეკორატიული ნალი, რომელსაც სამაჯურის სახით იკეთებენ და 6-პენსიანი მონეტა, რომელსაც გოგონები მთელი ცერემონიის განმავლობაში ფეხსაცმელში იდებენ.
საკურთხევლამდე პატარძალს მამა მიაცილებს, მაგრამ დღეს ამ წესს ბევრი ნაკლებად მისდევს. ამიტომ წყვილს წინ მიუძღვის პატარა გოგონა, რომელიც კალათიდან ვარდის ფურცლებს ყრის.

ჯვრისწერის დასასრულს ეკლესიის ეზოში იმართება გრანდიოზული ფოტოსესია სტუმრებ-თან ერთად. ეს ქორწილის აუცილებელი ნაწილია, რომ სტუმრებმა დაფასებულად იგრძნონ თავი. თუ გარეთ ცუდი ამინდია, სასულიერო პირი ნებას რთავს, რომ ფოტოსესია ეკლესიაში შედგეს.

დასასრულ, კიდევ ერთი საინტერესო ტრადიციის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, ნეფე-პატარძა-ლი სტუმრების მიერ მირთმეულ საჩუქრებს თაფლობის თვის დამთავრებამდე არ ხსნის. მიზეზი მარტივია, მოუცლელობა და ერთმანეთით ტკბობა. თაფლობის თვის დასასრულს საჩუქრები იხსნება და სტუმრებს სათითაოდ მადლობის წერილებს უგზავნიან…

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები