24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ბიზნესმენი ვერძები უცხოელი პარტნიორებისგან საინტერესო წინადადებებს მიიღებენ. სიფრთხილე გმართებთ საბუთებისა და დოკუმენტების გაფორმებისას.

კურო
გადახედეთ კვების რაციონს, გამორიცხეთ მავნე პროდუქტები და გაამდიდრეთ იგი ხილითა და ბოსტნეულით. დაიწყეთ ვარჯიში და დაემშვიდობეთ მავნე ჩვევებს.

ტყუპი
ახალი საქმეების დაწყებას არ გიჩევთ. განსაკუთრებით, დღის მეორე ნახევარში. მოერიდეთ საეჭვო პირებთან ურთიერთობას, მათთან საქმეების დაწყებას. კონფლიქტს გარშემო მყოფებთან.

კირჩხიბი
დღეს გარშემო მყოფებზეც და საქმეებზეც პასუხისმგებელი თავად უნდა იყოთ. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია.

ლომი
განსხვავებული ინტერესების გამო ნუ იკამათებთ პარტნიორებთან. შეთანხმებულად იმოქმედეთ. ეცადეთ, არ დაარღვიოთ ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები.
ქალწული
კარგი დღეა ახალი სამსახურის საძებნელად. სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. საინტერესო ნაცნობობაც გელით.

სასწორი
მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, ალკოჰოლსა და ხორციან საკვებს. სამსახურში საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ.

მორიელი
დღეს რთული არჩევანის წინაშე დადგებით. ნუ მოგერიდებათ გარშემო მყოფებისთვის რჩევის კითხვა. საღამოს სამსახურის საქმეების გამო გვიანობამდე მოგიწევთ მუშაობა.

მშვილდოსანი
კარგი დღეა საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად, კოლეგების დასახმარებლად. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა
წარმატება გელით სხვადასხვა საქმიანობაში. ზოგიერთს კარიერული წინსვლა ელის. რასაც კონკურენტებთან კონფლიქტი და უსიამოვნება მოჰყვება. ყურადღებას ნუ მიაქცევთ უსიამოვნებებს.

მერწყული
დღეს ყველასთვის საჭირო გახდებით, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე მეგობრებისა და ნათესავებისთვის.

თევზები
არაფერი დაგეგმოთ, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროით. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან კონტაქტს და მით უმეტეს მათთან ერთად საქმიანობის დაწყებას.

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები