ინგა გრიგოლია: შეგატყობინებთ ამ უმაგრეს ამბავს და ჩვენს სატელევიზიო შენაძენს

შეგატყობინებთ ამ უმაგრეს ამბავს და ჩვენს სატელევიზიო შენაძენს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია წერს.
როგორც სტატუსიდან ირკვევა “TV პირველის” გუნდს ჟურნალისტი ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს.
“რა გამაჩერებდა, რომ არ დამეწერა ამ ამბის გახმაურებას დავასწრებ ყველას. იმიტომ რომ ძალიან მიხარია.. ძალიან არა… უძალიანესად… ხოდა, დავასწრებ ყველას და მე შეგატყობინებთ ამ უმაგრეს ამბავს და ჩვენს სატელევიზიო შენაძენს -.მალე “ტვ პირველის” გუნდს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელთან ერთად მუშაობაც ყოველთვის იყო ჩემი დიდი სურვილი და რომელსაც ვცემ საოცარ პატივს, რომლის აზრი და შეფასება ყოველთვის განსაკუთრებულად (მგონი ,ყველაზე მეტად)მაინტერესებდა და მაინტერესებს, იმიტომ რომ არის სუპერ პროფესიონალი და უმაგრესი. რომლის მოსვლითაც ჩვენს ახალგაზრდა ტელევიზიაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყება. ქალბატონებო და ბატონებო – მოემზადეთ ახალი, ძალიან მაგარი ამბისთვის – ნინო შუბლაძე ხდება ჩვენი გუნდის ლიდერი მილოცვებს ვიღებ თამამად”, – წერს გრიგოლია ფეისბუქზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები