ილონ მასკის დედა საკუთარი წიგნის ქართულ ენაზე სათარგმნად გამომცემლობას ეძებს

Tesla Motors-ისა და SpaceX-ის  მფლობელის, ილონ მასკის დედა საქართველოთია დაინტერესებული. მეი მასკი საკუთარი წიგნის ქართულ ენაზე თარგმნას გეგმავს და ეძებს გამომცემლობას, რომელიც აღნიშნულში დაეხმარება.

მეი მასკმა ამის შესახებ Twitter–ზე დაწერა.

„თუ შესაძლებელია საქართველოში გამომცემლობის პოვნა, რომელიც ჩემს წიგნს თარგმნის, გამომცემლობას შეუძლია, დამიკავშირდეს მეილზე – rights@cookeinternational.com, მადლობა“, – წერს მასკი.

წიგნის სახელწოდებაა – „ქალი გეგმას ადგენს. ცხოვრებისეული რჩევები თავგადასავლებისთვის, სილამაზესა და წარმატებისთვის“.

კომენტარები

სხვა სიახლეები