3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესანიშნავი დღეა ისეთი ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რომელიც საზრიანობასა და გონებრივ შესაძლებლობებს ითხოვს. თუ გსურთ, დღის განმავლობაში ყველა საქმე მოასწროთ, დროის სწორად გადანაწილება და დღის სწორად დაგეგმვა უნდა შეძლოთ.

კურო

ეცადეთ, სამყაროსთვის რაღაც კარგი გააკეთოთ და ამით უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ. შესაძლოა, უფროსობის უსამართლობამ დაგაზარალოთ, მაგრამ მთავარია, ამის გამო საბრძოლო სულისკვეთება არ დაკარგოთ. გირჩევთ, ისეთი რამე არ გააკეთოთ, რასაც შემდეგ ინანებთ.

ტყუპები

მეგობრული კამპანია – აი, რა გჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად. ვარსკვლავები ამ დღეს ლატარიის ბილეთებზე ფულის ხარჯვას არ გირჩევენ. ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ, რომელიც ხანგრძლივი არ იქნება, მაგრამ დაუვიწყარ მოგონებებს დაგიტოვებთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, ყველა საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, რადგან დაუსრულებელი საქმეები პრობლემებს შეგიქმნით. ფულადი მაქინაციების განხორციელებისთვის საუკეთესო დრო არ არის. განსაკუთრებით, თუ ეს მაქინაციები ტყუილს უკავშირდება.

ლომი

მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება. პრობლემები დროებით მოიცდის, ამ დღეს კი მხოლოდ სიმშვიდე და ჰარმონია გჭირდებათ. თქვენი ორიგინალური იდეები შეიძლება ცხოვრებაში განხორციელდეს, თუ მათ მიმართ უფრო სერიოზულად განეწყობით.

ქალწული

ყველაფერს სწორად აკეთებთ, ამიტომ აღებული კურსიდან არ გადაუხვიოთ. ეცადეთ, მოუსმინოთ და გაუგოთ საყვარელ ადამიანს. ამ დღეს ყველაზე მეტად მეგობრული გარემო გჭირდებათ.

სასწორი

ერთ ადგილას მშვიდად ყოფნა გაგიჭირდებათ. შესაძლოა, დათრობის სურვილიც გაგიჩნდეთ, მაგრამ ეს თქვენს პრობლემებს ვერ გადაწყვეტს. ვარსკვლავები გირჩევენ, საპირისპირო სქესის მქონე პირისგან მიღებულ შემოთავაზებას უარით უპასუხოთ.

მორიელი

საკუთარი სიბრაზის სხვაზე გადატანის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ ამით დიდ შეცდომას დაუშვებთ. ნაცნობობამ, რომელსაც არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, შესაძლოა, თქვენს ბედისწერაზე დიდი გავლენა იქონიოს და თქვენი ცხოვრების სასიყვარულო ნაწილად იქცეს.

მშვილდოსანი

სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ინტუიცია დაგეხმარებათ. ახალი შენაძენი და მნიშვნელოვანი დანახარჯი გელით, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, საფულე მთლიანად არ დაიცარიელოთ, რადგან ხელფასამდე ფულის სესხება მოგიწევთ.

თხის რქა

ამ დღეს შეძლებთ, შექმნილი სიტუაციიდან სწორი დასკვნა გამოიტანოთ. ეცადეთ, საღამოს რამე მშვიდი საქმიანობით დაკავდეთ. ნუ ცდილობთ იმის დაბრუნებას, რაც უკვე წარსულს ჩაბარდა.

მერწყული

ნაცნობობა, რომელსაც შესაძლოა, განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქციოთ, დიდი ალბათობით, თქვენი ცხოვრების ბედისწერა და სიყვარული გახდება. დღეს ვარსკვლავები არ გირჩევენ ახალ წამოწყებებზე ან ახალ იდეებზე ფიქრს.

თევზები

ამ დღეს შეგიძლიათ, თამამად მიმართოთ თქვენს ხელმძღვანელს ნებისმიერი თხოვნით. ის მოგისმენთ, გაგიგებთ და მხარს დაგიჭერთ. შესაძლოა, საკუთარ თავზე უსიამოვნო ჭორი გაიგოთ, თუმცა ნერვიულობად ნამდვილად არ ღირს. ისარგებლეთ ორი ყურის პრინციპით.

კომენტარები

სხვა სიახლეები