იაპონური ჩიზქეიქი მხოლოდ 3 ინგრედიენტისგან – ფქვილის გარეშე! (ვიდეო)

იაპონური ჩიზქეიქი საოცარი ტორტია, რომელიც მხოლოდ 3 ინგრედიენტისგან მზადდება. საინტერესოა, რომ მის გამოსაცხობად სულაც არ არის საჭირო ფქვილის გამოყენება. ეს ჩიზქეიქი ტორტების იმ მოყვარულთათვისაა, ვინც, ამავდროულად, სხეულის წონას აკონტროლებს.

ჩიზქეიქის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

3 კვერცხი; 120 გრ თეთრი შოკოლადი; 120 გრ ნაღების მდნარი ყველი.

მომზადების წესი: გააცხელეთ ქურა 170 გრადუსამდე, 3 კვერცხის ცილა შეინახეთ მაცივარში. ორთქლზე გაადნეთ 120 გრ თეთრი შოკოლადი სქელი არაჟნის კონსისტენციამდე. შოკოლადს ვუმატებთ 120 გრ მდნარ ყველს და 3 კვერცხის გულს. შემდეგ უნდა ავთქვიფოთ ცილა და დავუმატოთ უკვე მიღებულ მასას. ბოლოს, ჩავაფინოთ ფორმაში ქაღალდი და გადავიტანოთ მასა ფორმაში. ქურაში ტორტის გამოცხობა ასევე ორთქლზე ხდება – ფორმა წყალში უნდა ჩავდოთ. ტორტი 170 გრადუსამდე გაცხელებულ ქურაში 15 წუთის განმავლობაში ცხვება, შემდეგ – კიდევ 15 წუთი 160 გრადუსზე და, ბოლოს, კიდევ 15 წუთი გამორთულ ქურაში ვტოვებთ. ტორტის გაფორმება პუდრით ან ნებისმიერი ხილით შეგიძლიათ.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=SnFM-6ZdZZo[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები