თბილისი გალერიაში კოსმეტიკური ბრენდის ,,სტენდერსის” პირველი ოფიციალური მაღაზია იხსნება

საქართველოში, გალერეა თბილისში ცნობილი ლატვიური კოსმეტიკური ბრენდის “სტენდერსის” პირველი ოფიციალური მაღაზია იხსნება. “სტენდერსი” ეს გახლავთ კოსმეტიკური ბრენდი ლატვიიდან,რომლის ისტორიაც 2001 წლიდან იწყება და უკვე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია წარმოდგენილი.მათ რიცხვს დღეს საქართველოც შეემატა. მის საფირმო ნიშანს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული პროდუქცია,რომელიც გამოირჩევა საოცარი არომატით.პროდუქცია განკუთვნილია შხაპის, აბაზანის,სახისა და სხეულის როგორც ყოველდღიური ასევე სპა რელაქსაციისთვის. ქართველ მომხმარებელს ფართო არჩევანის საშუალება ეძლევა რადგან “სტენდერს საქართველო” თბილისში წარმოდგენილი იქნება როგორც ქალის,ასევე მამაკაცის სრული ხაზით. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ბრენდის ხელნაკეთ,ბუნებრივი კომპონენტებით დამზადებულ საპნებს,სპეციალურად “სტენდერისთვის” ქმნის ისეთი ცნობილი ფრანგული სახლი როგორიცაა ჟავადანი, ხოლო,დღეს შვიდ საათზე თბილისი გალერიაში, “სტენდერს საქართველოს” პრეზენტაციაზე მისულ მომხმარებელს სურნელოვან,ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული პროდუქცია და სიურპრიზები ელის.

კომენტარები

სხვა სიახლეები