„ვნანობ აქ მოსვლას“ – რატომ დარჩა გურამ შეროზია ელტონ ჯონის კონცერტით უკმაყოფილო

ბლოგერი გურამ შეროზია ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის მიერ შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გამართული კონცერტით უკმაყოფილოა. შესაბამის ვრცელ პოსტს შეროზია ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
„აი, ვის კონცერტზე აღარ ვყოფილვარ, სკორპიონსი, აგილერა, აეროსმიტი, ჯეიმს ბლანტი, რობი უილიამსი, ზემფირა, “დაჟე” ვალერი მელაძე, რა ვიცი… და ასეთი ცუდი კონცერტი ცხოვრებაში არ მინახავს.)) ხომ შეიძლება, ან ადგე და რამე, თუნდაც მიზერული შოუ სცადო? დააკვდა როიალს, ვერც დავინახეთ სახე, – ან ორი სიტყვა მაინც ისწავლო ქართულად და გამარჯობა და მადლობა მაინც თქვა – დაავალო შენს “ფაქენ” პიარმენეჯერს ან მარკეტინგს, ნახოს, რომელი სიმღერაა შენებიდან ყველაზე ნახვადი საქართველოში და ეგ იმღერო. “აი, ქენ იუ ფილ ზე ლავ თუნაით”, “საქრიფაის” და ორიოდე სხვა სიმღერას ველოდი და შემხვდა რაღაც გაუგებრობები საბოლოოდ.
კარგი ვოკალისტი არის მილიონი, აქ ჩემთვის ცნობილი ჰიტების მოსასმენად ვიყავი და “ვარაგარადუ” და აი ეგ, რასაც აქ ვდებ, შემხვდა მხოლოდ. მოკლედ რაა, სერ ელტონ, ვნანობ აქ მოსვლას, თრიფი კი ძაან საინტერესო გამოვიდა, მაგრამ ეს კონცერტი იყო ჩემთვის მოწყენილობის მწვერვალი. სორი სიმზ თუ ბი ზე ჰარდესთ ვორდ. სხვა დროს, ბილეთების ყიდვამდე, აუცილებლად გავეცნობი რივიუებს. დაე, იყოს მწარე მაგალითი.
“ბლექ სი არენა”, თქვენ კიდევ, ბოლოს და ბოლოს, დადგით მაგთის ანძა, ინტერნეტზე გარეთ რომ არ გამოვდიოდეთ, ტემპერატურა დაარეგულირეთ, რომ ოფლში არ ვიღვრებოდეთ და აკუსტიკაც დახვეწეთ“, – წერს გურამ შეროზია.

კომენტარები

სხვა სიახლეები