ვლადიმერ პუტინმა კანონი დაარღვია და უჩივლეს – რა მოხდა ბაიკ-შოუზე

რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას ითხოვენ.

ვლადივასტოკელი იურისტი, მაქსიმ ჩიხუნოვი და ლიპეცკის საოლქო საბჭოს დეპუტატი, ოლეგ ხომუტინკოვი მოითხოვენ, რუსეთის პრეზიდენტს ჩაფხუტის გარეშე მოტოციკლის მართვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს. ​

ჩიხუნოვმა სევასტოპოლის ავტოინსპექციას მიმართა, ხომუტინკოვმა კი გენერალურ პროკურატურას.

პუტინმა 10 აგვისტოს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ სევასტოპოლში, ბაიკ-შოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც ეტლიანი მოტოციკლით მივიდა ანექსირებუილი ყირიმის ლიდერ სერგეი აქსიონოვთან და სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ მიხაილ რაზვოჟაევთან ერთად. ბაიკშოუს პარალელურად, მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგში საპროტესტო აქციები იმართებოდა.

აღნიშნული დარღვევა, რუსეთის „საგზაო მოძრაობის წესის შესახებ“ კოდექსის მე-15 მუხლით თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები