სიშიშვლე ბიზნესისთვის – რა ფოტოს აქვეყნებს კიმ კარდაშიანი

რეალითი შოუების ვარსკვლავმა, ამერიკელმა დივამ, კიმ კარდაშიანმა კვლავ გადაწყვიტა თაყვანისმცემლების დაშოკვა.
ეს მას მილიონჯერ გაუკეთებია და ბევრს მოყირჭებულიც კი აქვს მისი შიშველი ფორმების ყურება.
თუმცა, კარდაშიანი უკან არ იხევს და კიდევ და კიდევ აქვეყნებს პროვოკაციულ ფოტოებს.
ამჯერად, მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოსურათი თავისი დის, კორტნის ბიზნესის მხარდასაჭერად. მას ისეთი ტექსტილისგან შექმნილი საცურაო კოსტიუმი აცვია, რომ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს, საერთოდ არაფერი აცვია.
კორტნიმ ახლახან დააანონსა ახალი საიტის ჩაშვება, რომელიც ცხოვრების სტილს ეძღვნება.
გასართობ პორტალს Poosh-ი ჰქვია. ასე ეძახის ის თავის ქალიშვილ პენელოპეს. 39 წლის კორტნიმ თავისი პორტალისთვის ყურადღების მოსაპოვებლად ფოტო გადაიღო, სადაც ის სრულიად შიშველია, ხოლო მის ინტიმურ ადგილებს ყავის ფინჯანი და ნოუთბუქი ფარავს. დების მცდელობებს უშედეგოდ არ ჩაუვლია. საიტი ჯერ კიდევ არ არის ჩაშვებული, თუმცა, „ინსტაგრამზე“ მისი გვერდი უკვე 2,4 მილიონმა ადამიანმა გამოიწერა.

კომენტარები

სხვა სიახლეები