ვინ იმალება სათამაშო კარტის პოპულარული სურათების მიღმა საიმპერატორო ოჯახიდან

 

შეამოწმეთ, კარტის როგორი დასტა დევს თქვენს სახლში, უჯრაში. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ეს აღმოჩნდეს.

Card-russian-style-1

 

დამა ჯვარი და მისი პროტოტიპი – კნეინა ელიზავეტა ფიოდოროვნა

ალბათ ყველა ჩვენგანს უნახავს კარტის ასეთი დასტა (“რუსული სტილი”) – საბჭოთა კავშირის დროს ეს კარტი ყველაზე მეტად გავრცელებული იყო. ერთი შეხედვით ამ ფაქტში არაფერი არაჩვეულებრივი არ არის – ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ ამ სურათებს, რომ არც კი მივაქციეთ ყურადღება კარტის გმირების ტანსაცმელს. აი სწორედ ესაა უცნაურობა: ამ დასტის მეფეებისა და ქალების პროტოტიპები გახდნენ არა პროლეტარები და კოლმეურნე ქალები, არამედ რომანოვების საიმპერატორო კარის უკანასკნელი, 1903 წლის კოსტიუმებიანი ბალ-მასკარადის მონაწილეები. ანტისაბჭოურობა?

Card-russian-style-2

დამა გული და მისი პროტოტიპი – კნეინა ქსენია ალექსანდროვნა

 

1903 წელს შედგა კოსტიუმებიანი ბალ-მასკარადი. მოწვეულებისადმი ძირითადი მოთხოვნა იყო – XVII საუკუნის კოსტიუმებით მისვლა. სანქტ-პეტერბურგის ზამთრის სასახლეში გამართული ჩინებული ზეიმი ისტორიაში შევიდა, როგორც ნიკოლოზ II-ის მეფობის პერიოდის ყველაზე ცნობილი და გრანდიოზული და სამეფო კარის უკანასკნელი ბალი საიმპერატორო რუსეთში. ფოტოგრაფებმა გადაიღეს ამ ღონისძიების ყველა სახელოვანი მონაწილე, რისი წყალობითაც სათამაშო კარტებზე ამ სახეების აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდა.

Card-russian-style-3

                       “რუსული სტილის” მარკის კარტები, რომლებიც კოსტიუმირებული მეჯლისის მონაწილეების მიხედვით შეიქმნა.

390 სტუმრიდან ყველა ჩაცმული იყო პეტრეს ეპოქამდელი კარისკაცების, ბოიარების, „სტრელების“, ვოევოდების, მათი ცოლების, ქალაქელი და სოფლელი ქალების სტილში. კოსტიუმების ესკიზები მხატვარმა სერგეი სოლომკომ დაამუშავა და რუსეთის იმპერიის საუკეთესო მკერავებმა შეკერეს.

Card-russian-style-4

 

ვალეტ აგურის და დამა ჯვრის პროტოტიპები

კარტები შეიქმნა “ზამთრის სასახლის სამასკარადო კოსტიუმებიანი ბალის ალბომში” თავმოყრილი ფოტოების საფუძველზე. სათამაშო კარტის მეფეების, ვალეტების და ქალების ტანსაცმელი ბალ-მასკარადის მონაწილეების კოსტიუმების იდენტური იყო. ტუზებზე ძველ რუსულ იარაღებსა და აბჯრებს შორის ფარები იყო გამოსახული.

Card-russian-style-5

1911 წელს “დონდორფის” ფაბრიკის გერმანელმა ოსტატებმა დაამუშავეს ესკიზები კარტებისათვის, ხოლო 1913 წელს ისინი პეტერბურგში, ალექსანდროვკის მანუფაქტურაში დაბეჭდეს. “რუსული სტილის” წოდებით დასტის გამოშვება დაუკავშირეს რომანოვების სახლის 300 წლისთავს. რევოლუციის შემდეგ მანუფაქტურა დაიხურა, 1923 წელს მან აღადგინა მუშაობა და ისევ დაიწყო კარტების გამოშვება წინარევოლუციური ესკიზების მიხედვით.

Card-russian-style-6

მოგვიანებით, საბჭოთა მხატვარმა-ილუსტრატორმა იური ივანოვმა ორიგინალური დასტიდან გადმოხატა “რუსული სტილის” კარტები ოფსეტური ბეჭდვისათვის.

Card-russian-style-8

Card-russian-style-7

გასაკვირია, რომ სწორედ ეს დასტა დარჩა ყველაზე პოპულარული საბჭოთა კავშირში და განაგრძობდა გამოშვებას. კარტებსაც ხომ ხშირად პროპაგანდისტული მიზნებისათვის იყენებდნენ – ბეჭდავდნენ “ანტირელიგიურ კარტებს”, “სსრკ ხალხთა კარტებს”, “ანტიფაშისტურ კარტებს” და ა.შ. მაგრამ ისინი კონკურენციას ვერ უწევდნენ “რუსულ სტილს”. და ხსოვნა იმპერიის უკანასკნელი სამასკარადო კოსტიუმებიანი ბალის შესახებ “ლეგალურად” ნარჩუნდებოდა მთელი XX საუკუნის განმავლობაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები