მერლინ მონროს დაღუპვამდე გადაღებული უნიკალური ფოტოები – ჰოლივუდის სუპერვარსკვლავების ექსკლუზიური და უცნობი ფოტოები გაასაჯაროვეს

დიდ ბრიტანეტში დაფუძნებული ონლაინ-გალერეა ONGallery ჰოლივუდის მეგა-ვარსკვლავების იშვიათ და დღემდე უცნობ ფოტოებს ავრცელებს. ჩამონათვალში ისეთი ცნობილი სახელებია, როგორებიცაა – მერლინ მონრო, ელიზაბეტ ტეილორი, სინდი კროუფორდი, ფრენკ სინატრა და სხვები.
კოლექციონერებს და საზოგადოების წევრებს, დაინტერესების შემთხვევაში ისტორიული ფოტოების შეძენაც შეეძლებათ. ფოტოების ფასი მაღალია და მათ ღირებულებასა და ზომაზეა დამოკიდებული.
ექსკლუზიურ ფოტოებს შორისაა ჰოლივუდის ცნობილი ფოტოგრაფის, ბერტ შტერნის მიერ ჟურნალ VOGUE-სთვის გადაღებული მერლინ მონროს ფოტოები, რომლებიც გამოცემის ყდაზე ვერ მოხვდა. სვაროვსკის ბროლის თვლებით შემკული მონროს და სუპერმოდელ სინდი კროუფორდის პორტრეტული ფოტოების საწყისი ფასი 2 000 დოლარს შეადგენს. 1962 წელს, ჰოლივუდის მსახიობისა და ამერიკის პრეზიდენტის საყვარელი ქალის ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად გარდაცვალებამდე 6 კვირით ადრე, ფოტოგრაფმა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ , მოდურ ჟურნალ VOGUE-სთვის, მერლინის 2,500-ზე მეტი ფოტო გადაიღო. ფოტოსესია სასტუმრო Bel Air-ში სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და სურათების უმრავლესობა ჟურნალის ფურცლებზე არ მოხვედრილა. მათი დიდი ნაწილი საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო.
ლონდოში წარემოდგენილ კოლექციაში შედის, ფოტოგრაფ ფრენკ ვორთის 1953 წლით დათარიღებული იშვიათი ფოტოც, რომელზეც მსახიობები მერლინ მონრო და სემი დევისი არიან კინოგადაღებების დროს აღბეჭდილი. ფოტოგრაფმა, რომელმაც თავის დროზე მისი ცნობილი მეგობრები გადაიღო, სურათები საჯაროდ არასდროს გამოუქვეყნებია. უცნობი და უიშვიათესი მისი ფოტოების კოლექცია, მხოლოდ ფოტოგრაფის გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს აღმოაჩინეს.
„ყველაზე განსაკუთრებული კოლექცია, ბოლო 50 წლის განმავლობაში“, – ნათქვამია კრისტის აუქციონის განცხადებაში, ფრენკ ვორთის ფოტო-შედევრებზე. ბრიტანეთის ონლაინ გალერეაზე გამოიტანეს ასევე მის კოლექციაშია შესული ელიზაბეტ ტეილორის ფოტო, რომელიც 1956 წელს ფილმ The Giant-ის გადაღებებზეა დაფიქსირებული და ასევე ფრენკ სინატრას 1955 წლით დათარიღებული ფოტო, სადაც ის ცალი ფეხით კაბრიოლეტის ბამპერს ეყრდნობა.
ბრიტანული ONGallery მოლაპარაკებებს ამ დრომდე აწარმოებს ცნობილ ფოტოგრაფებთან, მხატვრებთან და ხელოვანებთან. მათ მიზანს, პუბლიკისთვის მსოფლიო დონის შედევრების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ექსკლუზიურ ნამუშევრებს გალერეა, საზოგადოებას პერიოდულად შესთავაზებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები