ვინ არის 14 წლის გიორგი ვენკო, რომელმაც 40 ათასი ევრო ბროწლიანის სათნოების სახლს მოახმარა

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში 14 წლის გიორგი ვენკოზე წერს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, დედით ქართველმა და მამით ამერიკელმა ბიჭმა საქველმოქმედო აქციაზე 40 ათასი ევრო შეაგროვა და ბროწლიანის სათნოების სახლს მოახმარა.
​ქველმოქმედია მისი უფროსი ძმაც და ის წნორის მოხუცთა თავშესაფარს ეხმარება.

“იცნობდეთ 14 წლის გიორგი ვენკოს.
მან სკოლაში საქველმოქმედო აქციაზე, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით, 40 ათასი ევრო შეაგროვა და ბროწლიანის სათნოების სახლს მოახმარა. წყალი გაუყვანა და სახურავი გამოუცვალა.
წარმოგიდგენიათ? თანაც, მან ეს 12-13 წლის ასაკში მოახერხა.
მიდგა, მოდგა, ვის აღარ მიმართა, საქველმოქმედო კონცერტიც გამართა და აი, ასე, ამდენ ადამიანს პირობები გაუუმჯობესა.
გიორგიმ საქველმოქმედო ფონდიც შექმნა – “დავეხმაროთ საქართველოს”. არაერთი იდეის განხორციელებას აპირებს.
ის დედით ქართველია, მამით – ამერიკელი. ჰოლანდიაში ცხოვრობს. დედისგან სწორედ იქ გაიგო ბროწლიანის პრობლემაზე.
მისი 2-3 წლით უფროსი ძმა ლევანიც ქველმოქმედია. ის წნორის მოხუცთა თავშესაფარს ეხმარება.
ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს მოტივაციას, მიზანდასახულობას, ადამიანების სიყვარულს.
დიდი მადლობა, გიორგი!”-წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები