“ვინც გეოგრაფიული მდებარეობით პოზირებს, ყველაზე გოიმი მგონია” – მამა პეტრე

ან როდის იყო, სვეტსკის განსაზღვრება ვაკელობა და ვერელობა… ვინც გეოგრაფიული მდებარეობით პოზირებს, ყველაზე გოიმი მგონია წერს მამა პეტრე კოლხი   სოციალურ ქსელში:
“ჩემი ქვეყნის ე.წ. ევროპული აზროვნება და კიდევ უფრო ე.წ. “სვეტსკი” ხალხი მანადგურებს. ამას მირჩევნია, შინაგანად პროვინციელი, გამოუსვლელი, კარჩაკეტილი და ნატურალური ადამიანების ყურება, რომლებიც ნამდვილები არიან და თავიანთი მდგომარეობით პირვანდელ უბრალოებას და სიწრფელეს ინარჩუნებენ… ის ვინც, გუშინ ამერიკას გარყვნილებაში ადანაშაულებდა, დღეს აღმოჩნდა, რომ მენტალურად ამერიკელია… ის ვინც, გუშინ ევროპას ტრადიციების წართმევაში სდებდა ბრალს, დღეს შვილებს კრედიტებით იქაურ უნივერსიტეტებში აგზავნის… რით ვერ დაიღალეთ ამ დოზის ფარისევლობით და თვალთმაქცობით…
ან როდის იყო, სვეტსკის განსაზღვრება ვაკელობა და ვერელობა… ვინც გეოგრაფიული მდებარეობით პოზირებს, ყველაზე გოიმი მგონია, რადგან ვისაც კი რაღაცის გაყიდვის საშუალება მიეცა, ყველა მრგვალ ბაღთან დასახლდა, შინაგანი ბუნებით კი იგივე დარჩა… ეს იმიტომ, რომ ადამიანის ცვლილებას ათეულობით წლები უნდა… მარიამ ეგვიპტელი 48 წელი ებრძოდა ვნებას და კიდევ გაურბოდა საპირისპირო სქესის წარმომადგენელს… ძვირადღირებული აქრსესუარების ყიდვით, ჩამყაყებული აზროვნების და მენტალობის შეცლა შეუძლებელია…
რა შეცვლის იმ კაცს, ვინც ყვავილების ყველაზე ძვირადღირებულ თაიგულს მეზობლების დასანახად ცოლს მიართმევს და უკანმოუხედავად საყვარელთან გარბის… ან კიდევ იმ ქალს, ვინც ზუსტად იცის, რომ ქმარი მწარედ ატყუებს, მაგრამ ფეხზე ჰკიდია, რადგან სარვამარტოდ ნაყიდმა თაიგულმა მეზობლებს ხომ გული გაუხეთქა… დარაჩენი გარედან არ ჩანს, მისი ქმარი ნამდვილ ზეიმს ვისთან მოაწყობს… მთავარი ხომ ლარნაკში ჩამწყვდეული ვარდებია…
ეს არის ჩვენი ნამდვილი ბუნება და ხასიათი… გინდა ევროპაში ირბინეთ, გინდაც ამერიკაში, გნებავთ აზიაშიც… ეს მხოლოდ ქართული, ნაღდი ქართულია და ქვის წერტილი… ოღონდ ეს ქართულობის ის ნაწილია, თუ წართმევა მოინდომეს, ყველას წილს დავუთმობ… ოღონდ წაათრიონ და” .

კომენტარები

სხვა სიახლეები