“ვთხოვ ყველა მშობელს…” – ამირან გამყრელიძის საგანგებო მიმართვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მშობლებს მიმართავს და სთხოვს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს სიცხე დაუფიქსირდა, არ გაუშვას იგი სასწავლო დაწესებულებაში:

„ვთხოვ ყველა მშობელს, არ გაუშვან სიცხიანი ბავშვი სკოლაში. სიცხიანი თუ იყო ბავშვი, აუცილებლად გამოიყენონ “112”-ის კონსულტაცია. თუ ოჯახის ექიმი ჩათვლის საჭიროდ, ეს ბავშვი გამოიკვლევა კოვიდზე.

ასევე, აუცილებელია, ყველა სკოლაში იყოს თერმოსკრინინგი და დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც გაცემულია სასწავლო დაწესებულებისთვის.

თუ რომელიმე სკოლაში დაგვიფიქსირდება ინფექციის კერა, პანიკას არ უნდა მივეცეთ და ვიმოქმედოთ ექიმების რეკომენდაციის მიხედვით“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები