2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თვის დასაწყისმა შესაძლოა, ბიზნესმენებსა და საქმიან ადამიანებს იმედგაცრუება მოუტანოს. ამ პერიოდში მოსალოდნელია პროფესიული პრობლემები, რომლებიც თვის მეორე ნახევარში გადაიჭრება. გირჩევთ, მოვალეობის გრძნობა პირველ ადგილზე დააყენოთ. გახსოვდეთ, რასაც სხვისგან მოითხოვთ, საკუთარი თავისგანაც უნდა მოითხოვოთ.

კურო
ამ დღეს რეალობის მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეიცვლება და მიმდინარე მოვლენების მიზეზებს დაინახავთ. თუმცა, შესაძლოა, ცდებოდეთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ, სიტუაცია რეალურად შეაფასეთ და საფრთხე დროულად აიცილეთ.

ტყუპები
ფულის სწრაფად და ადვილად შოვნის მცდელობა შეიძლება წარუმატებლად დასრულდეს. ფინანსური წარმატებისთვის მეტი უნდა მოინდომოთ და რაც მთავარია, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ.

კირჩხიბი
შესაძლოა, ამ დღეს თავის ტკივილმა და წნევის ცვალებადობამ შეგაწუხოთ. ეცადეთ, წნევის წამლები ყოველთვის თან იქონიოთ და გახსოვდეთ უმოძრაო ცხოვრების სტილი ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

ლომი
გამორიცხული არაა, რომ ბიზნესპარტნიორების მოქმედება ყველაზე მოულოდნელ მომენტში შეიცვალოს. ეს კი ბევრ უსიამოვნებას მოგიტანთ. დაინტერესებულ ადამიანებს დრო მიეცით, რომ ყველაფერი კარგად გაიაზრონ. ოჯახში მოერიდეთ კამათს, რაც აუცილებლად დიდი კონფლიქტით დასრულდება.

ქალწული
ყველაფერს, რაც თქვენს თავს ხდება, ერთგვარ თავგადასავლად აღიქვამთ და რეაგირებთ, როგორც საკუთარ მომავალში დარწმუნებული ადამიანი. ეცადეთ, საყვარელი ადამიანის მიმართ საპასუხო გრძნობა და ერთგულება ხანგრძლივად შეინარჩუნოთ.

სასწორი
ამ დღეს თქვენი ძალა ამა თუ იმ ცხოვრებისეულ მოვლენაში წვდომის უნარში გამოიხატება. ბევრის მიღწევას შეძლებთ, თუ პოტენციურ შესაძლებლობებს გაააქტიურებთ და შანსს ხელიდან არ გაუშვებთ.

მორიელი
გაორებული დღეა. ამ დღეს შესაძლოა, თქვენი წინააღმდეგობრივი ბუნება გამოავლინოთ – სათნოება და მრისხანება, ძლიერი სიყვარული და სიძულვილი. ზომიერება დაიცავით და ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ.

მშვილდოსანი
გამორიცხული არაა, რომ პრობლემებს დროისა და ენერგიის მინიმალური დანახარჯით მოაგვარებთ. ეცადეთ, იფიქროთ და იმოქმედოთ კონკრეტულად და ყოველდღიურ საქმეებს მშვიდად მიუდგეთ.

თხის რქა
ამ დღის მოვლენები გაიძულებთ, გადაუჭრელ პრობლემებს დაუბრუნდეთ, რომლებიც სავაჭრო საქონლის ან ნედლეულის მიწოდებას ეხება. ეცადეთ, საქმე სამომავლოდ არ გადადოთ. ყველა აუცილებელ კონტრაქტს ხელი მოაწერეთ და თამამად შეუდექით ბიზნესსაქმიანობას.

მერწყული
ამ დღეს დიდი წარმატებები გელით, მათ შორის, ფინანსურ საქმეებშიც. ეს განსაკუთრებით მეცნიერებითა და ხელოვნებით გატაცებულ ადამიანებს ეხებათ. მონახეთ წყაროები, საიდანაც შემოსავლის მიღებას შეძლებთ. ეს თქვენი სამეცნიერო და სახელოვნებო საქმიანობისთვის აუცილებელია.

თევზები
ამ დღეს თევზები წინდახედულობითა და ეკონომიურობით გამოირჩევიან. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ნათესავებთან და მეგობრებთან საერთო საქმის ორგანიზებისთვის.

კომენტარები

სხვა სიახლეები