ვერა ბრეჟნევამ ბედნიერი ოჯახის შენარჩუნების საიდუმლო გაამხილა

ჯგუფ „ვიაგრას“ ყოფილმა სოლისტმა ვერა ბრეჟნევამ, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში ცოლად ქართველ კომპოზიტორსა და პროდიუსერს კონსტანტინე მელაძეს გაჰყვა, საზოგადოებას მოუთხრო, როგორ ახერხებს ოჯახში ჰარმონიის შენარჩუნებას. მომღერლის აზრით, ბედნიერი ოჯახის საიდუმლო რომანტიკული დამოკიდებულებაა, რომელიც გრძნობას აღვივებს.
„უნდა მოაწყოთ არა მხოლოდ რომანტიკული საღამოები, არამედ რომანტიკული უიქენდები, მოგზაურობები ბავშვების გარეშე. ვფიქრობ, ეს აუცილებელი პუნქტებია, რომლებიც საჭიროა ურთიერთობისთვის და გრძნობების გასაღრმავებლად. უმეტესად ცოლ-ქმარი ძირითად დროს სამსახურს უთმობს და მხოლოდ საღამოობით ხვდებიან ერთმანეთს. განიხილავენ რამეს და მიდიან დასაძინებლად. დილით დგებიან და ისევ იგივე რამ ხდება… ასე რომ, ეს გასვლები საჭიროა იმისთვის, მეტად იგრძნოს წყვილმა ერთმანეთი, უფრო მეტად დაახლოვდნენ შინაგანად რომ მათ შორის მჭიდრო კავშირი არ გაწყდეს“,- განაცხადა ვერა ბრეჟნევამ.
ბრეჟნევამ ასევე ოჯახში ქალის როლზეც ისაუბრა. მომღერლის თქმით, ოჯახში თანასწორუფლებიანობა უნდა იყოს.
„მე ვფიქრობ, ოჯახში წყვილი თანასწორუფლებიანი უნდა იყოს, თუმცა ქალი ყოველთვის უნდა დარჩეს უფრო სუსტად, თბილად, მზრუნველად და ნაზად. თუმცა მამაკაცმა ამით არ უნდა ისარგებლოს“, -აცხადებს ვერა ბრეჟნევა.

კომენტარები

სხვა სიახლეები