კომპოზიტორი და მომღერალი კრის რი დღეს 65 წლის გახდა

ინგლისელი კომპოზიტორი, მომღერალი და გიტარისტი კრის რი დღეს 65 წლის გახდა. მუსიკოსი 1951 წლის 4 მარტს ინგლისში, მიდლსბროში დაიბადა. მუსიკოსს მისმა სახასიათო ვოკალმა და გიტარაზე დაკვრის განსხვავებულმა მანერამ მსოფლიო აღიარება მოუტანა. გარდა გიტარისა, ის ძალიან კარგად ფლობს ფორტეპიანოს. კრის რი უმეტესად პოპ-როკის, სოფტ-როკის და ბლუზ-როკის ჟანრებში მუშაობს. დღეისათვის მუსიკოსის ალბომების 30 მილიონამდე ასლია გაყიდული.

კომენტარები

სხვა სიახლეები