ვალენტინობის დღეს, მაჭანკალი დედა გოგოებს ვაჟის ფოტოს აჩვენებდა და მასთან პაემანზე წასვლას სთხოვდა (ფოტო)

დედებს რომ საკუთარი შვილებისთვის კარგი სურთ და მათ გასაბედნიერებლად ძალებს არ იშურებენ, ეს ყველამ ვიცით. თუმცა, არიან დედები, რომლებიც ამ საქმეში ზედმეტად შორსაც მიდიან. ასე, მაგალითად – აშშ-ის შტატ მერილენდში მცხოვრები ქალბატონი, ვალენტინობის წინა დღეს, უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე დადიოდა და თავისი ვაჟის ფოტოსურათს „აფრიალებდა“. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
„ქალბატონი დედა“ სტუდენტ გოგოებზე „ნადირობდა“. მათ სთხოვდა, მისი შვილისთვის ერთი შანსი მიეცათ და მასთან პაემანზე წასულიყვნენ. ქალი იმდენად აქტიური და შემაწუხებელი იყო, რომ მას, საბოლოოდ, ყურადღება სამართალდამცველებმა მიაქციეს. პოლიციელებმა სათვალთვალო კამერებში ამ უცნაური „მაჭანკლის“ კადრები ნახეს და, ახლა, ქალბატონის იდენტიფიცირებას ცდილობენ. ამოიცნო თუ არა მისმა შვილმა დედა, ეს, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

სხვა სიახლეები