“ეს ხომ ბიოლოგიური ომია” – ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსზე

“რომ არა შეზღუდვები, შეიძლება, ყოველდღიურად კორონავირუსის 8-9 ათასი შემთხვევა ყოფილიყო”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

„ამის უკან დგას ადამიანების სიცოცხლე. ეს ხომ არ არის დაავადება, რომელიც ვიღაცას შეეხება და ვიღაცას – არა. ამ აქლემმა შესაძლოა, ნებისმიერი ოჯახის კარის წინ დაიჩოქოს, ასეთი შედარება არსებობს იგივე ნარკომანიის დროს. ამიტომ, რეგულაციების არდაცვა და წინააღმდეგობის გაწევა, რა თქმა უნდა, არასწორია. ძალიან ვთხოვ ყველას, გავითვალისწინოთ ეს რეკომენდაციები.

ეს ხომ ბიოლოგიური ომია. ჩვენ გვყავს დაჭრილი ადამიანები. ჩვენი გენერალი, მთავარი ინფექციონისტი იყო დაჭრილი, რა შეიძლება, მოხდეს მეტი. ეს შეზღუდვები რომ არ დაწესებულიყო, შესაძლოა, დეკემბრის 20 რიცხვიდან ახალ წლამდე ყოველდღიურად 8-9 ათასი შემთხვევა ყოფილიყო“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები