“გული გახეთქვაზე მაქვს, ბრაზი მახრჩობს” – ვახო სანაია სტატუსს აქვეყნებს

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვყნებს, სადაც ქუთაისის ერთ-ერთი ქუჩისთვის სახელის გადარქმევას აპროტესტებს.

“არ მინდა, ახლა ყველაფერი ვილაპარაკო, მაგრამ გული გახეთქვაზე მაქვს. ბრაზი მახრჩობს. ამ სტატუსს იმიტომ არ ვწერ მხოლოდ, რომ ჩემს კუმირსა და ხატებას ეხება. იცით ჩემი დამოკიდებულება ამ დიდებულ პიროვნებაზე, მაგრამ ამჯერად პერსონალური ემოცია გვერდით გადავდოთ და ცივი გონებით შევხედოთ.

ქუთაისში არსებობდა სულმნათი ჟდანოვის ქუჩა. ადგნენ, სახელი გადაარქვეს და ნიკო მარის უწოდეს.

ნიკო მარმა მოთხარა ქართველების ყველაზე დიდი სიამაყე – მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, “ვეფხისტყაოსანი” მართლა სპარსული ნაწარმოებიაო.

ამასთან, ქართულის ნაცვლად კავკასიური უნივერსიტეტი გავხსნათ და სწავლა რუსულად წარიმართოსო.

თუ კომუნისტებთან ურთიერთობაზეა ლაპარაკი, ლენინის ორდენიც კარგად ჩამოიკიდა გულზე.

ახლა მითხარით, რა დააშავა სულმნათმა ალექსანდროვიჩმა ასეთი, რომ მტრად მოეკიდეთ. ბევრი გვყავდა ჟდანოვის კალიბრის? ან პიროვნულად რა კარგი იყო ცხონებული. როდემდე უნდა ებრძოლოთ გენიოსებს!

დაფიქრდით მანდ, დათო, (ლიკლიკაძე) მე შეიძლება, გაპატიოთ, მაგრამ მომავალი არ გაპატიებთ. თავის დროზე უნდა გამიჯვნოდი ამ გადაწყვეტილებას. რატომ შეიცვალე ასე – ბავშვობაში რამდენი გვისაუბრია, გვიტირია კიდეც ანდრეი ალექსანდროვიჩის ღვაწლზე.

ჟდანოვი თქვენ არ გინდათ, კაგანოვიჩი თქვენ არ გინდათ, მალენკოვს შეურაცხყოფთ დღენიადაგ. როდემდე ? ნუ ცდით ჩვენს მოთმინებას !”, – წერს ვახო სანაია.

კომენტარები

სხვა სიახლეები