ეს, ერის დეგრადაციას განაპირობებს – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ლეგალიზაციის წინააღმდეგ აქციას აანონსებს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგ აქციას აანონსებს.
“ამა წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ანტი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ჩვენს შვილებს გზა გაუხსნა ჯოჯოხეთისკენ. ეს გადაწყვეტილება ორმაგად გამანადგურებელია ქართველი ერისთვის, რადგან დაბოლილი და ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები ვერ შეძლებენ ქვეყნის მართვას, პედაგოგობას, ექიმობას, და ასე შემდეგ. ასევე “დაბოლილი” ადამიანები ვერ შეძლებენ მამობას და დედობას რაც განაპირობებს ერის დეგრადაციას და განადგურებას! ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი შვილების არიდება კანაფის მოხმარებისგან მაშინ როცა კანონი იყო მკაცრი და მითუმეტეს დღეს რაოდენ უძლური ვიქნებით ავარიდოთ ჩვენი შვილები ამ საწამლავს! ამიტომ გვმართებს ერთობა, რომ შევძლოთ ჩვენი მომავლის გადარჩენა.
მაღალყოვლადუსამღვდელოესის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა კურთხევით ორშაბათს 16:00 საათზე საკონსტიტუსიო სასამართლოს წინ (მ. აბაშიძისა და ზ. გამსახურდიას ქუჩების კვეთა) გაიმართება მშვიდობიანი აქცია გადავიხდით საჯანმრთელო პარაკლის ჩვენი შვილების კეათილდღეობისათვის და მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ მიიღოს ზომები ამ პრობლემის გამოსასწორებლად!”,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები