“ეს აქოთებული სუნიანი ქართული მასა” – სოფია სეფისკვერაძე რასიზმის შესახებ

მსახიობი სოფია სებისკვერაძე სოციალურ ქსელში მეტროში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს.
“დღეს მეტროთი ვმგზავრობდი. ვაგონში რომ შევედი, ბევრი ხალხი იყო ძალიან. ფეხზეც ბევრი იდგა და ცოტა მოშორებით, თვალი მოვკარი ერთ თავისუფალ ადგილს, ინდუსი ბიჭის გვერდით…. ჯერ ვიფიქრე დაჯდება ვინმე-მეთქი, თან ბევრი ხანშიშესული ადამიანი იდგა მის ახლოს, მაგრამ არავინ არ დაჯდა. მალევე მივხვდი რაშიც იყო საქმე…ეს აქოთებული სუნიანი (ყველას არ ეხება) ქართული მასა ძლივს გავიარე, მუვუჯექი ინდუსს და გავხედე ყველა ჩემს წინ მდგარ დაძაბულ და გაკვირვებულ სახიან ბებო, დეიდა, ბიძიებს…. ახლა ორი ადამიანი ეზიზღებოდათ მეტროს ვაგონში. მე და ის ინდუსი ბიჭი… ისინი გვიბღვერდნენ, ჩვენ ვუღიმოდით…
რასიზმი! ჰომოფობია! ქვეყნის ღალატი და მტრის ტრაკში შეძრომა ყარს!!!! და არა კანის ფერი!!!!” – დაწერა მსახიობმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები