“ეს არის ჩვენი გაუცნობიერებელი შური მათ მიმართ?” – ტიბეტელი ბერის მოსაზრება ურთიერთობებზე

რატომ ვღიზიანდებით სხვა ადამიანთან ურთიერთობისას?
ერთხელ ტიბეტელი ბერი ეკითხება თავის მოწაფეებს:
– რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გაღიზიანებთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას?

მოწაფეები ჩაფიქრდნენ და ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა უპასუხა:

– მე წონასწორობიდან გამოვყავარ სიტუაციას, როცა ვინმეს შევუთანხმდები შეხვედრაზე, მივალ ზუსტად დათქმულ დროს, ხოლო ის ან არ მოვა, ან მაიძულებს – ველოდო.

მეორე მოწაფემ:

– მე ყველაზე მეტად ნერვებს მიშლის ის, როცა ვინმე რამეს მპირდება, ხოლო შემდეგ არ ასრულებს დანაპირებს.

მესამე მოწაფემ:

– მე მდგომარეობიდან გამოვყავარ იმას, როცა ადამიანი შეკითხვაზე არ იძლევა კონკრეტულ პასუხს იმის მიუხედავად, რასაც  უნდა ეხებოდეს კითხვა.

ბერი შეეკითხა პირველ მოწაფეს:

– ცხოვრებაში ერთხელ მაინც სადმე დაგიგვიანია?

– არასოდეს! – მე არ მახსოვს ასეთი შემთხვევა – უპასუხა მოწაფემ.

ბერი მეორე მოწაფეს მიუბრუნდა:

– შენ მუდმივად გახსოვს საკუთარი დაპირებები და ყოველთვის ასრულებ მათ?

– დიახ! რადაც  უნდა დამიჯდეს! – უპასუხა მოწაფემ.

ბერი მესამე მოწაფესაც შეეკითხა:

– შენ თავად ყოველთვის კონკრეტული ხარ საკუთარ გამონათქვამებში?

– აბსოლუტურად! – უპასუხა მოწაფემ.

– ახლა კი წარმოიდგინეთ, არსად გეჩქარებათ, ვალდებული არ ხართ  – საკუთარ სიტყვებზე პასუხი აგოთ და შეგიძლიათ, ილაპარაკოთ ზოგადი ფრაზებით, პრაქტიკულად, არაფერზე.

ისინი ჩაფიქრდნენ და კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრეს მასწავლებელს.

ბერმა კი განაგრძო:

– ჩვენ ყველაზე მეტად სხვა ადამიანებში გვაღიზიანებს ის, რის უფლებასაც თავად ვერ ვაძლევთ საკუთარ თავს. ვფიქრობთ, რომ ეს მათი პრობლემებია, მაგრამ, სინამდვილეში (უმეტეს შემთხვაში), ეს არის ჩვენი გაუცნობიერებელი შური მათ მიმართ. ამიტომ, ნუ გაბრაზდებით სხვა ადამიანებზე და შეეცადეთ, მათთან არსებული ყველა პრობლემის მიზეზი საკუთარ თავში მოიძიოთ ხოლმე…

წყარო:https://zrda.wordpress.com

 

კომენტარები

სხვა სიახლეები