ქალი, რომელიც ცხრამეტრიანი სიმაღლიდან სხვისი ძაღლის გადარჩენის მცდელობისას გადმოვარდა

ამერიკაში, კერძოდ კოლორადოს შტატში ცხრამეტრიანი სიმაღლიდან სხვისი ძაღლის  გადარჩენის მცდელობისას გადმოვარდა ქალი. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი „ნიუსვიკი“ ავრცელებს.

3 ოქტომბერს 25 წლის ქალი, მეგობრების თანხლებით, ჩანჩქერისაკენ მიმავალ ბილიკზე ასეირნებდა ძაღლს. სამი თვის ძაღლს – სახელად „ბლუ“, მოულოდნელად დაუსხლტა ფეხი და ჩავარდა 4.5 მეტრის სიღრმის ნაპრალში. ქალის ერთ–ერთმა მეგობარმა გადაწყვიტა კლდის ძირას ჩასვლა, რათა ლეკვს ქვემოდან დახვედროდა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო იქვე მყოფი ქალი, რომელმაც სცადა დახმარების გაწევა. იგი კლდეზე აცოცდა, თუმცა, მოულოდნელად ისიც მოწყდა კლდიდან და ჩამოვარდა. სამძებრო–სამაშველო სამუშაოების კოორდინატორის, კრის უაიტის განმარტებით, ვარდნისას შესაძლოა, ქალბატონს მძიმე ტრავმები მიეღო ან საერთოდ გარდაცვლილიყო, თუმცა, კლდის ძირას მყოფმა მამაკაცმა იგი გადაარჩინა.

ინციდენტის ადგილზე მოვიდა სამაშველო ბრიგადა. საბედნიეროდ, კლდის პირას მოყოლილი ტურისტები და ძაღლი გადაარჩინეს. ხოლო მამაკაცსა და ქალბატონს აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და, დამატებითი გამოკვლევების მიზნით, მოათავსეს წმინდა მარიამის საავადმყოფოში.

რამდენიმე წლის წინ  დიდ ბრიტანეთში ქალმა საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა ბულდოგის ჯიშის ძაღლი, რომელიც ტბაში იძირებოდა. თვითმხილველების განმარტებით, წყალი იმდენად ცივი იყო, რომ ქალის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები