“შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა” – პაატა იმნაძე კორონავირუსის შემთხვევებსა და დაუდგენელ წყაროებზე

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე, პაატა იმნაძე არ გამორიცხავს კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყებას საქართველოში. აღნიშნული ვარაუდი იმნაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გამოთქვა.

„თბილისში ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო, ჯერჯერობით, ვერ დგინდება. კვლევა მიმდინარეობს.

უამრავი კონტაქტი უკვე გამოკვლეულია და ზოგი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ერთ შემთხვევაში, ალბათ, გავალთ, მეტნაკლებად, წყაროზე, მაგრამ 4 შემთხვევაში დიდი კითხვის ნიშნებია – გავალთ თუ არა წყაროზე.

პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, პატარა მეორე ტალღა, რომელსაც იმედი გვაქვს, რომ სწრაფად გავაჩერებთ”, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები