“მოვუწოდებ, არ გადაიხადონ ჯარიმები” – გოგი წულაიამ პოლიციის შენობას “ცერცვი შეაყარა” (ვიდეო)

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ პოლიციის შენობას “ცერცვი შეაყარა”. როგორც მან განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი მისი საჩივრის გამოუძიებლობა გახდა.

“2 თვის წინ ფოტოები მივიტანე, როგორ იყვნენ მერიის თანამშრომლები შეკრებილნი, მაგრამ საქმე არ გამოიძიეს, ამათზეა ნათქვამი, “შეაყარე კედელს ცერცვი” – ასეც მოვიქეცი, პოლიციას ცერცვი შევაყარე ნიშნად იმისა, რომ რეალურად გამოძიება არ ხდება. მე რამდენჯერმე დამაჯარიმეს, მერიის თანამშრომლებს კი პასუხს არავინ სთხოვს. ეს არის შერჩევითი სამართალი, მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ გადაიხადონ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები და ისინი მართლები იქნებიან”, – განაცხადა გოგი წულაია.

კომენტარები

სხვა სიახლეები