ემა უოტსონი წითელ ხალიჩაზე პლასტმასის ბოთლებისგან შექმნილ სამოსში გამოვიდა

„ჰარი პოტერის“ ვარსკვლავი, მსახიობი ემა უოტსონი Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე დამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან შექმნილ სამოსში გამოვიდა. როგორც ჩანს, შესაძლებელია, რომ მოდის ინდუსტრიაც ეკოლოგიაზე „პასუხისმგებელი“ იყოს. ემა უოტსონის კოსტიუმი – Calvin Klein-ის ბრენდის და კომპანია Eco Age-ს თანამშრომლობის შედეგია. ტანისამოსი სხვადასხვა მატერიისგან იყო შეკერილი, რომელიც, თავის მხრივ, გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან შეიქმნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები