ევერესტზე ასვლა 2015 წლის მიწისძვრის შემდეგ პირველად მოხდა

 

2015 წლის მიწისძვრისა და ზვავის ჩამოწოლის შემდეგ ევერესტზე პირველი ასვლა განხორციელდა. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება. „შერპ შერა გიალგენმა მწვერვალს 17.05 საათზე მიაღწია“, – განაცხადეს ნეპალის სამთო ტურიზმის ასოციაციაში.
შეგახსენებთ, 2015 წელს ზვავის ჩამოწოლის შედეგად ევერესტზე 65 ადამიანი დაიღუპა. ათასი ადამიანი ევაკუაციას ელოდა. ზვავის ჩამოწოლა ნეპალში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ მოხდა. ამის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ ალპინისტებისთვის მთაზე ასასვლელი დახურა.

კომენტარები

სხვა სიახლეები