სინგაპურში Hello Kitty-ს მსოფლიოში პირველი სადღეღამისო კაფე გაიხსნა

 

ჩანგის საერთაშორისო აეროპორტში, სინგაპურში Hello Kitty-ს მსოფლიოში პირველი სადღეღამისო კაფე გაიხსნა. Hello Kitty-ს ყოველი კაფე გარკვეულ თემას ეძღვნება. ახალი კაფეს სრული სახელწოდებაა – „Hello Kitty-ს ორქიდეების ბაღი“, მისი ინტერიერის გაფორმებაც შესაბამისია.
ორქიდეა – სინგაპურის ნაციონალური ყვავილია. დაწესებულების მფლობელების თქმით, მუსიკა და ატმოსფერო კაფეში ზედმეტად „საყვარელი“ არ არის, იმისთვის, რომ კაფეში ის ადამიანებიც მიიზიდონ, ვინც არ არის Hello Kitty-ს თაყვანისმცემელი. კაფეში თემატური კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, აქ პოპულარულ კატასთან დაკავშირებული საქონელიც იყიდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები